23:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 11:56:07, 1347 ნახვა

მსოფლიო
Anadolu - თურქეთში შეტაკებებისას სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი, დაშავდა

თურქეთში მიმდინარე ორმხრივი შეტაკებებისას, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი მძიმედ დაშავდა,- ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, დაახლოებით, 200 ჯარისკაცი გენერალურ შტაბთან ახლოს სახელისუფლო ძალებს ჩაბარდა. საერთო ჯამში, დაკავებულთა რაოდენობა 1563-ს შეადგენს.

ანკარასა და სტამბოლის ქუჩებში მეამბოხეებსა და სახელისუფლო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება, თუმცა უპირატესობას ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდორანის მომხრეები ფლობენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ ღამით დაიწყო.

სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics