11:46 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 17:33:59, 1204 ნახვა

მსოფლიო
მერკელი საზოგადოებას ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით სიმშვიდისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის გადაწყვეტილების გამო წუხს, - ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ანგელა მერკელი საზოგადოებას დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

კანცლერმა განმარტა, რომ გლობალიზირებულ სამყაროში სახელმწიფოებს გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდებათ. მერკელის თქმით, გერმანიას ევროკავშირის წარმატებაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელმა ევროპელ ლიდერებს მომავალ კვირას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

BBC-ის ინფორმაციით, 27 ივნისს ბერლინში გერმანიის კანცლერი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს მატეო რენცის შეხვდება და მათთან ერთად მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს.

ცნობისთის, აღნიშნული განცხადება გერმანიის ლიდერმა მინისტრთა კაბინეტის წევრბთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics