02:33 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 15:14:34, 1203 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლა სარკოზის აზრით, რუსეთი ევროპაზე ძლიერია

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რუსეთსა და ევროპას სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

აღნიშნული განცხადება სარკოზიმ სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სარკოზის თქმით, ვლადიმირ პუტინთან პირადი შეხვედრისას მან რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, პირველი ნაბიჯი გადადგას და სასურსათო ემბარგო, რომელიც მოსკოვმა ევროპას დაუწესა, გააუქმოს.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, პირველმა ხელი ყველაზე ძლიერმა უნდა გაუწოდეს, ასეთი კი რუსეთია.

ამასთან, სარკოზიმ დასძინა, რომ სანქციების გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელება და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირება შესაძლებელი იქნება. მისივე განმარტებით, სანქციები რუსეთსა და ევროპას შორის უნდობლობის ატმოსფეროს ქმნის, რის გამოც შეთანხმების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.

ექს-პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთი ევროპას სირიის პრობლემის მოსაგვარებლადაც სჭირდება

ნიკოლა სარკოზის თქმით, ერთი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია უნდა შეიქმნას.

“ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ვინმეს მიერ ნაკარნახევი არ უნდა იყოს ”, - განაცხადა სარკოზიმ.

მანვე დასძინა, რომ აშშ ორი გეოპოლიტიკური სუბიექტის ურთიერთობებში არ უნდა ჩაერიოს.

როგორც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინა ევროპისა და რუსეთის დამაკავშირებელი რგოლი უნდა გახდეს, ამიტომ ის უკრაინის ნატო-ში შესვლასა და მის ევროკავშირთან ღრმა ინტეგრაციას ეწინააღმდეგება.

სარკოზის განმარტებით, პუტინის ავტორიტეტი უდაოა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტთან უთანხმოებები, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო საზღვრების დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, მასაც ჰქონია.

რაც შეეხება ყირიმის სტატუსს, სარკოზიმ აღნიშნა, რომ ყირიმი მინსკის შეთანხმებებში ნახსენები არ არის.

ცნობისთვის, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი დღეს, გაიხსნა. ფორუმის გახსნამდე ერთი დღით ადრე ვლადიმირ პუტინსა და ნიკოლა სარკოზის შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics