14:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 10:36:35, 521 ნახვა

საზოგადოება
გიგა ჭიკაძე ქართველი სპორტსმენებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს

მსოფლიოში ცნობილი ქართველი სპორტსმენი გიგა ჭიკაძე, 28 თებერვალს დამწყები ქართველი სპორტსმენებისთვის მასტერკლასს გამართავს.

სემინარი 15:00 საათზე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში ჩატარდება.

კიკბოქსინგში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, სემინარს  სპორტის ორ სახეობაში - კიკბოქსინგში და ტაილანდულ კრივში ჩაატარებს. ტრენინგში მონაწილეობას ოცამდე 8-დან 25 წლამდე ასაკის სპორტსმენი მიიღებს. 

„საქართველოში დროებით ვიმყოფები, გადავწყვიტე ქართველებისთვის საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა. იდეის მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს დამწყებმა სპორტსმენებმა. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიებს: „რომპეტროლს“ და „ივერიაბეთს“ რომლებიც ჩემი ინიციატივის მხარდამჭერები და ამასთან ერთად ჩემი სპონსორებიც არიან“, - აცხადებს გიგა ჭიკაძე.

ახალგაზრდა სპორტსმენების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, გიგა ჭიკაძე ანალოგიური მასტერკლასების ჩატარებას სამომავლოდაც გეგმავს.

„არ დავიზარებ, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველებს გავუზიარო. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობები განვითარებული არ არის. ხშირად არ ტარდება სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები.  ვისურვებდი რომ ამ სპორტს მეტი ყურადღება დაეთმოს“, - აცხადებს ჭიკაძე.

გიგა ჭიკაძე 3 მარტს ამერიკაში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში გაემგზავრება, სადაც MMA-ს კლუბში, მსოფლიოში აღიარებულ სპორტსმენებთან ერთად ივარჯიშებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics