14:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 10:23:27, 596 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის გადაცემას - "საზოგადოება 20/30“ არჩილ გამზარდია წაიყვანს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ანალიტიკურ გადაცემას - „საზოგადოება 20/30“ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წაიყვანს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

გადაცემა ეთერში კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა დღეს გავა. გადაცემაში მიწვეულ სტუმრებთან ერთად არჩილ გამზარდია და ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ. 

როგორც "ექსპრესნიუსს" გადაცემის პროდიუსერმა ვალერი მაღლაფერიძემ განუცხადა, „საზოგადოება 20/30“ ეთერში მარტის შუა რიცხვებში გავა. 

მაღლაფერიძის ინფორმაციით, გადაცემის ეთერში გასასვლელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„ექსპრესნიუსი“ არჩილ გამზარდიასაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics