15:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 14:42:06, 1311 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთში ორმხრივი სროლის შედეგად 17 ადამიანია გარდაცვლილი

ყაზახეთის ქალაქ აქტობეში ორმხრივი სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Interfax ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 11 თავდამსხმელი, 3 სამხედრო, იარაღის მაღაზიის გამყიდველი, დაცვის თანამშრომელი და მაღაზიის მომხმარებელი არიან.

სხვადასხვა მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ყაზახეთის გათავისუფლების არმიამ” აიღო, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურებულა.

5 ივნისს, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე რამდენიმე პირი აქტობეში იარაღის მაღაზიას დაესხა თავს და გამყიდველი და დაცვის თანამშრომელი მოკლა. ადგილზე პოლიციის ქვედანაყოფი მივიდა. ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა ორი სამართალდამცველი.

თავდამსხმელებმა გაქცევა შეძლეს და იარაღის კიდევ ერთი მაღაზია დაარბიეს, რის შემდეგაც გატაცებული ავტობუსით სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

ცნობისთვის, ამჟამად ყაზახეთის ქალაქ აქტობეში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics