საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი ევროკავშირის ექსპერტებს შეხვდნენ.

" />
04:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 17:57:31, 643 ნახვა

სამხედრო
ანა დოლიძე ევროკავშირის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა შიუკაშვილი ევროკავშირის ექსპერტებს შეხვდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ექსპერტები საქართველოში კვლევას კონკრეტული პროექტის ფარგლებში ატარებენ, რომელსაც „მაღალი რანგის სწავლებები აღმოსავლეთ პარტნიორობის აქტივობების მხარდასაჭერად“ ჰქვია და ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) მიმართულებით საქართველოსა და მოლდოვას გაძლიერებას გულისხმობს. 

მათივე ცნობით, აღნიშნული კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის მისიებში მონაწილეობისთვის საქართველოს მომზადებას და ჩართულობას.

ევროკავშირის ექსპერტებთან შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.

შეხვედრისას დელეგაციის წევრებმა ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში თავდაცვის სამინისტროს როლზე დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics