18:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 15:09:31, 1248 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში ტროპიკულ შტორმს 12 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწიში, უტარ-პრადეშის შტატში ტროპიკულ შტორმს 12 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას შტატის პოლიცია ავრცელებს. სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია, ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანებულია.

ინდოეთის ნაციონალური მეტეოროლოგიური სამმართველო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უტარ-პრადეშის შტატში წვიმა და ქარი კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics