|
2016-05-25 14:08:30, 1177 ნახვა
მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინულ მხარეს გადასცემენ
პილოტ ნადეჟდა სავჩენკოს უახლოეს საათებში უკრაინულ მხარეს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „ინფერფაქსის“ ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დონის როსტოვში უკვე ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, სავჩენკოს რუსეთის ორ სამხედროზე ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევზე გაცვლიან, რომლებიც სასჯელს უკრაინაში იხდიდნენ. როიტერის ცნობით, პოროშენკომ ორივე მსჯავრდებული შეიწყალა. ცნობისთვის, როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 22 წელი მიუსაჯა. რუსული გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის ივნისში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ კოორდინატები უკრაინელ სამხედროებს გადასცა, რასაც მათი საარტილერიო შეტევა მოჰყვა. იერიშის შედეგად ორი რუსი კორესპონდენტი დაიღუპა. მას ასევე ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)