|
2016-05-17 12:14:47, 1054 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროები კონფლიქტის ზონაში მსხვერპლის შესახებ იტყობინებიან
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 17 მაისს სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად გამყოფ ხაზთან აზერბაიჯანის არმიის სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საპასუხო ზომების შედეგად მოწინააღმდეგეს მხრიდან ასევე არის მსხვერპლი. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან ინტენსიური ცეცხლის შედეგად მთიანი ყარაბაღის დეფაქტო რესპუბლიკის ძალების სამხედრო დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით ვენაში ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის შეხვედრა გაიმართა. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებაზე შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)