10:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 12:21:24, 1082 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ფარმაცევტულმა კომპანიამ თავისი პრეპარატების სიკვდილით დასჯის მიზნით გამოყენება აკრძალა

აშშ-ის ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა თავისი პრეპარატების სიკვდილის დასჯის მიზნით გამოყენება აკრძალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პრეპარატები, რომელსაც კომპანია აწარმოებს, პაციენტების გადარჩენას ისახავს მიზნად და არა ადამიანის სიკვდილს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის სასჯელაღსრულების სისტემისთვის ერთგვარი ჩიხი იქნება, ვინაიდან სწორედ Pfizer-ის პრეპარატები იყო ერთადერთი, რასაც აშშ-ში სიკვდილის დასჯისთვის იყენებდნენ. 

ცნობისთვის, ამ დრომდე მსგავსი გადაწყვეტილება 20-ზე მეტმა სხვა ამერიკულმა და ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ცალკეულ შტატში სიკვდილით დასჯა კვლავ მოქმედებს. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics