03:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 20:09:10, 620 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში მყოფი სერჟანტის ოჯახს, მინისტრის სახელით, მესამე ვაჟის დაბადება მიულოცეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ და 42-ე ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა დავით მარგიანმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფი სერჟანტის, ირაკლი გოცაძის ოჯახს მესამე ვაჟის შეძენა მიულოცეს.

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სერჟანტის მეუღლეს ნინო გოცაძეს და მის მცირეწლოვან შვილებს ქუთაისის სამშობიაროში შეხვდნენ და თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის სახელით საჩუქრები გადასცეს.

სერჟანტი ირაკლი გოცაძე ავღანეთის მისიაში უკვე მეორედ იმყოფება. მას 5 წლის გიორგის და 4 წლის გეგას შემდეგ კიდევ ერთი ვაჟი, თორნიკე შეეძინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics