01:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 11:22:24, 1053 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში სამდღიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

საბერძნეთში სამდღიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მთავრობის ეკონომიის ზომებს აპროტესტებენ. საერთაშორისო კრედიტორების  - ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ კრედიტის  გამოყოფის სანაცვლოდ, ქვეყანაში საპენსიო და საგადასახადო რეფორმები უნდა განხორციელდეს. კერძოდ, იგეგმება პენსიის დარიცხვის სისტემის გადახედვა და გადასახადების გაზრდა.

საერთაშორისო კრედიტორები უკმაყოფილოები არიან საბერძნეთის რეფორმების ტემპებით, რის გამოც მოლაპარაკებები ათენთან ჩიხში შევიდა და ქვეყანამ 5 მილიარდი ევროს ოდენობის მორიგი ტრანში ვერ მიიღო.

მედია საშუალების ინფორმაციით, 6 მაისს საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში ათენში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. დედაქალაქის მეტროს, ტრამვაისა და ავტობუსის დეპოს, სარკინიგზო კომპანიების თანამშრომლებმა მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვეს.

მთელი ქვეყნის ფარგლებში შეწყვეტილია სარკინიგზი მიმოსვლა, კუნძულებთან დამაკავშირებელი ხომალდები და ბორნები პორტებიდან არ გავიდა.

განრიგის მიხედვით ხორციელდება რეისები. საბერძნეთის აეროპორტის თანამშრომლებმა საკუთარი გაფიცვა აპრილში გამართეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics