01:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 16:01:29, 1049 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიამ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

ევროკომისიამ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. შესაბამისი განცხადება მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საკანონმდებლო ინიციტივის წარდგენასთან ერთად ევროკომისიამ თურქეთის მიერ ვიზალიბრალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

“თურქეთის ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია 18 მარტს გამართული თურქეთ - ევროკავშირის სამიტის შემდეგ. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. იმის გათვალსიწინებით, რომ ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილდება სასწრაფო წესით, ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივა თურქეთსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. რა თქმა უნდა, კომისია გააგრძელებს კრიტერიუმის შესრულების მონიტორინგს”, - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

თავის მხრივ, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთმა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მხრივ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ამავე დროს, ტიმერმანსმა აღნიშნა, რომ თურქეთს ჯერ კიდევ დარჩა დასაკმაყოფილებელი გარკვეული კრიტერიუმები.

ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე საკანონმდებლო ინიციატივა კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ წარადგინეს.

ცნობისთვის, კოსოვოსა და თურქეთის ვიზელიბარელიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics