02:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 14:21:09, 1034 ნახვა

მსოფლიო
გაეროს უშიშროების საბჭო ალეპოში ვითარების ესკალაციის გამო საგანგებო სხდომას გამართავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიის ქალაქ ალეპოში ვითარების ესკალაციის გამო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის გამართვის ინიციატორები საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იყვნენ.

“ალეპო ცეცხლშია. მნიშვნელოვანია, რომ ამ უკიდურესად პრიორიტეტულ თემაზე გავამახვილოთ ყურადღება”, - განაცხადა გაერო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მეტიუ რაიკროფტმა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს ალეპოში შექმნილი ვითარების შესახებ ანგარიშს წარუდგენენ.

France Press-ის ინფორმაციით, 3 მაისს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მისამართით ცეცხლის გახსნის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიაში 27 თებერვალს გამოცხადდა, თუმცა გასულ კვირას ალეპოში ვითარება გამწვავდა. 22 აპრილიდან ალეპოში 270-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

3 მაისს სერგეი ლავროვმა გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან სტეფან დე მისტურასთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ ალეპოში საბრძოლო მოქმედებების შეწვეტა უახლოეს საათებში მოხერხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics