18:14 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-29 17:24:07, 1111 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ისაია პატრიარქის არჩევაზე: ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, არ უნდა თქვას უარი

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას განცხადებით, სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემცვლელად, ჯერ არავის კანდიდატურა არ დასახელებულა.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, „ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს“.

ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები ყველასთვის ხელმისაწვდომია და იცით, რომ არჩევნები მოდის. არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ, ამას თავისი დრო აქვს. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან, ვლოცულობთო, რომ თქვენო გახდეთო და მე მას ვუპასუხე, რომ ვილოცოთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება. უფლის ნება როგორი არის, ეს არის მთავარი და თქვენც ამას გთხოვთ, რომ ილოცოთ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს.

სასიხარულო ამაში არაფერი არ არის, ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა დააკისრა. ვისაც დააკისრებს ალბათ, ამაზე არ უნდა თქვას უარი... თუ უფალი არ შეეწია ადამიანს, ვერც ჩვენი უწმინდესი ვერ შეძლებდა ამას, მას რომ ღვთის შეწევნა არ ჰქონოდა. ამდენად, ინებოს უფალმა, რომ გამოარჩიოს ის, ვინც მისთვის არის საჭირო, ვისაც ის ხედავს. “,- აღნიშნა მეუფე ისაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics