21:37 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-08 15:22:08, 4060 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტები დღეს 9 მარტს განათლების რეფორმის წინააღმდეგ აქციას გამართავენ

სტუდენტები 9 მარტს, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციას გეგმავენ. განცხადების მიხედვით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის წინააღმდეგ ერთიანდებიან და უნივერსიტეტების ავტონომიისა და თავისუფალი აკადემიური სივრცის დაცვას ითხოვენ.

9 მარტს, 17:00 საათზე, ვიკრიბებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რათა ერთობლივი ძალებით დავიცვათ განათლება!

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ვერთიანდებით გაუნათლებლობის რეფორმის წინააღმდეგ, რომელიც არ ეხება მხოლოდ ერთ სასწავლებელს; საქმე ეხება სრულიად განათლების სისტემასა და მის მომავალს, უნივერსიტეტების ავტონომიისა და თავისუფალი აკადემიური სივრცის გააზრებულ განადგუნერებას საქართველოში.

ჩვენ მოვითხოვთ რეფორმის გაწვევას.

ჩვენ ვიცავთ უნივერსიტეტების ავტონომიას.

ჩვენ ვდგავართ განათლების, შესაბამისად, საქართველოს მომავლის სადარაჯოზე.

სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც გარდამტეხ წუთს იმაღლებდნენ ხმას უსამართლობის წინააღმდეგ, ყოველთვის იყვნენ ქვეყნის განვითარების წინაპირობა, ცვლილებისა და სიახლის შემომტანი ძალა.

დღეს, როდესაც საფრთხე ემუქრება კრიტიკულ და დამოუკიდებელ საგანმანათლებლო სივრცეებს, ჩვენი ერთიანი პოზიცია და ხმამაღალი პროტესტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

9 მარტს, 17:00 საათზე, ვიკრიბებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსის წინ, საიდანაც მსვლელობით გადავინაცვლებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აქ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ისაუბრებენ მომავალ საფრთხეებზე. სიტყვით გამოსვლის შემდეგ გავემართებით განათლების სამინისტროსკენ, მსვლელობის ბოლო წერტილისკენ, - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics