|
2026-03-05 17:29:13, 2139 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანისა და ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნახიჩევანზე დრონით თავდასხმის შემდეგ შექმნილი ვითარება განიხილეს
აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ბაირამოვმა და ბოჭორიშვილმა, სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა ნახიჩევანზე ირანის დრონით თავდასხმის შემდეგ შექმნილი ვითარება განიხილეს. ბაირამოვმა ქართულ მხარეს თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბოჭორიშვილმა, თავის მხრივ, ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 5 მარტს, შუადღისთვის ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე. ერთი დრონით დარტყმა იყო ნახიჩევანის აეროპორტის შენობაზე, რომელიც დაზიანდა, მეორე დრონი კი სოფელ შაქარაბადის სკოლის შენობასთან ჩამოვარდა. დაიჭრა ორი სამოქალაქო პირი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)