|
2026-02-17 17:19:56, 488 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთში პირველი აპრილიდან Telegram სრულად დაიბლოკება
Baza-ს ინფორმაციით, რუსეთში პირველი აპრილიდან Telegram სრულად დაიბლოკება, Facebook-ისა და Instagram-ის მსგავსად. კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური როსკომნადზორი შეზღუდვას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გაავრცელებს. აპლიკაციის ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდება როგორც მობილურ, ისე სატელიტური ინტერნეტსისტემების მეშვეობით. რუსეთის მთავრობამ Telegram-ის გაუქმების შესახებ 10 თებერვალს განაცხადა. რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება "მოქალაქეების დაცვას" ემსახურება, რადგან რუსეთის მტკიცებითვე, Telegram "კრიმინალურ და ტერორისტულ" კონტენტს არ ზღუდავს. როსკომნადზორმა ასევე აღნიშნა, რომ Telegram-ის ფუნქციონირებას იქამდე შეზღუდავს, სანამ "კანონმდებლობის დარღვევები არ აღმოიფხვრება". ცნობისთვის, 12 თებერვალს რუსეთმა ქვეყანაში Meta Platforms-ის საკუთრებაში არსებული WhatsApp-ის დაბლოკვა სცადა. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ Meta იმ შემთხვევაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუ "რუსულ კანონმდებლობას დაემორჩილება და ხელისუფლებასთან შევა დიალოგში".
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)