|
2026-02-09 17:59:16, 433 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთში ჩავიდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთში ჩავიდა. ArmenPress წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ერევანში ოჯახთან და დელეგაციასთან ერთად ჩაფრინდა. აეროპორტში მას სომხეთის დელეგაცია შეხვდა - სომხეთის პარლამენტის სპიკერი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ერევნის მერი და სხვა ოფიციალური პირები. დღეს საღამოს ჯეი დი ვენსი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებაა დაგეგმილი. როგორც ცნობილია, ვიცე-პრეზიდენტი ხვალ უკვე აზერბაიჯანში გაემგზავრება. Euronews წერს, რომ ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხაზს უსვამს აშშ-ის ყურადღებას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის პროცესისა და "დონალდ ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) პროექტის მიზნების მიმართ. ამასთან, Euronews წერს, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ინფრასტრუქტურას რეგიონში TRIPP-ის მეშვეობით, თუმცა აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსების შეფასებით, წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ძლიერი მმართველობა და მჭიდრო ტრანსატლანტიკური კოორდინაცია. 2026 წლის 21 იანვარს აზერბაიჯანი და სომხეთი - ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანების მოთხოვნას დათანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)