08:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 15:58:17, 986 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელის აეროპორტი მგზავრების მიღებას 29 მარტამდე ვერ შეძლებს

ბრიუსელის აეროპორტი 29 მარტამდე არ გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Regnum ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება ბრიუსელის აეროპორტის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით იტყობინება, საგამოძიებო სამუშაოები აეროპორტში დასრულებულია. თუმცა, იგი მგზავრების მიღებას 29 მარტამდე ვერ შეძლებს.

ვიდრე აეროპორტი მგზავრების მიღებას დაიწყებს, ტექნიკური პერსონალი და ინჟინრები აეროპორტის შენობის გამართულობას შეამოწმებენ და ზარალს შეაფასებენ. აეროპორტში უსაფრთხოების ახალი მოწყობილობები დამონტაჟდება.

შეგანხსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ ტერაქტების სერიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, 270 კი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics