17:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-09 14:42:21, 9529 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა - „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა

თბილისში, ორდღიანი ბიზნესგამოფენა - „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა და მასში მონაწილეობა 55-მდე ქართული ბიზნესის წარმომადგენელმა და 3000-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო. ღონისძიება ,,გაყიდვების ასოციაციის’’ ორგანიზებით და თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ჩატარდა.

ბიზნესგამოფენის მიზანს მონაწილე კომპანიებისთვის შესაძლებლობის მიცემა წარმოადგენდა, საკუთარი პროდუქცია პოტენციური მომხმარებლებისთვის გაეცნოთ, შეხვედროდნენ სხვადასხვა სექტორის  ლიდერ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს და საფუძველი ჩაეყარათ ერთობლივი თანამშრომლობისთვის.

ღონისძიების პირველ დღეს გაიმართა კონფერენცია, სადაც სპეციალურად მოწვეულმა, სხვადასხვა კომპანიის უმაღლესი რგოლის მენეჯერებმა, ასევე პანელური დისკუსიის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას ბიზნესის თემატიკაზე საინტერესო ინფორმაცია და სიახლეები გაუზიარეს.  პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ღირებულების შექმნის და ხარისხის მართვის ასოცირებულმა პარტნიორმა, ია კალმახელიძემაც მიიღო.

სპეციალურად ბიზნესგამოფენისთვის, ადგილზე მოეწყო სივრცე B2B შეხვედრებისთვის, კომპანიებმა მოწვეული სტუმრებისთვის გაათამაშეს სპეციალური პრიზებიც.

ბიზნესგამოფენა თბილისში უკვე მეოთხედ გაიმართა და მასში არაერთმა მსხვილმა თუ საშუალო ბიზნესმა, მათმა დამფუძნებლებმა და დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics