09:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-08 12:28:00, 573 ნახვა

პოლიტიკა
ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე საია სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას მოითხოვს.

საია მიმართავს ივანიშვილის იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს:

  • მზია ამაღლობელის გადაყვანა სრულად აღჭურვილ კლინიკაში, როგორიცაა: ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ან კავკასიის სამედიცინო ცენტრი.
  •  ორივე თვალზე მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის ჩატარება.
  •  კვლევებზე დაყრდნობით, მკურნალობის სრული გეგმის შერჩევა მხედველობის შესანარჩუნებლად.

ასევე მოითხოვს სახალხო დამცველმა:

  • მოკლე ვადაში შეაფასოს, დაირღვა თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება.
  • საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს პროფილური სამედიცინო ექსპერტიზა შეფასების მოსამზადებლად.

საიას ცნობით, მიუხედავად სამედიცინო შეფასებებისა, რომელიც აჩვენებს, რომ ციხეში ყოფნის დროს მზია ამაღლობელის მხედველობა გაუარესდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად, ასევე არ დაუდგენია მიზეზი თუ რატომ გაუარესდა მხედველობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics