14:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-10 14:07:32, 467 ნახვა

პოლიტიკა
ინდიგო: ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენ მიმართაც დაიწყო წარმოება

მედიაორგანიზაცია ინდიგო წერს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ მიმართაც დაიწყო ქართული ოცნების მიერ მიღებული ე.წ. გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე წარმოება.

"ძვირფასო მკითხველო,

ანტიკორუფციულმა ბიურომ სხვა მეგობარი ორგანიზაციების მსგავსად ინდიგოს მიმართაც დაიწყო წარმოება "გრანტების შესახებ" კანონის საფუძველზე. რადგან მთელი ჩვენი საქმიანობა ღია კომუნიკაციასა და მხოლოდ თქვენს ნდობაზე დგას, გვინდა ეს ამბავიც იცოდეთ. ცხადია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და ვემსახურებით მისიას, რომელმაც შეგვქმნა - თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის, თავისუფალი აზრისა და იდეებისთვის ვაგრძელებთ მუშაობას. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რას ვაშუქებთ, რატომ აღვწერთ და როგორ ვყვებით ამბებს.

ახლაც გვჯერა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების რწმენა დაკარგულია, ერთმანეთის თანადგომა, პრინციპულობა და სიმართლე გაიმარჯვებს.

ინდიგო მუდამ დააკვირდება და აღწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს.

სიყვარულით, ინდიგო", - წერს ინდიგო Facebook-ზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics