07:07 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-04 13:06:27, 590 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საქართველოზე EU-ს ანგარიში იქნება პოზიტიური

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საქართველოზე EU-ს ანგარიში იქნება პოზიტიური -  ამბობს ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას, რომელიც 4 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს. 

ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან ნაკლებად კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით ობიექტური შეფასებები. ძირითადად შეფასებები არის ტენდენციური.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოსთან მიმართებაში და ასახავს იმ პროგრესს, რაც აქვს საქართველოს. ამის ვარაუდი ჩვენ  შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებების და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. 

თუმცა დაველოდოთ თავად ანგარიშს და შემდგომ უკვე შევხედავთ, რამდენად ობიექტურად იქნება მასში ასახული საქართველოს პროგრესი, ის ნაბიჯები, რაც საქართველომ გადადგა, განვითარება, რაც იყო საქართველოში, რომელიც ასახულია სხვადასხვა რეიტინგებში, სხვადასხვა ციფრებში, ეკონომიკურ ზრდაში, განვითარებაში, თუმცა ვნახოთ ეს როგორ იქნება ასახული ევროკავშირის ანგარიშში. - ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics