|
2025-10-15 14:00:40, 865 ნახვა
საზოგადოება
პური 5-10 თეთრით გაძვირდა
დღეიდან, 15 ოქტომბრიდან პური 5-10 თეთრით გაძვირდა. ფაქტს bm.ge-სთან ადასტურებენ როგორც მაღაზიებში, ასევე მსხვილ საწარმოებშიც. მიზეზად ფქვილისა გაძვირება და მუშახელის ხელფასის ზრდა სახელდება. 2025 წლის 4 მარტს პური 20 თეთრით გაძვირდა. მაშინ გაძვირდა ე.წ მასობრივი წარმოების თეთრ პურზე. უფრო კონკრეტულად, გაძვირდა 410-გრამიანი ბატონი, 530-გრამიანი ბატონი და ამავე გრამაჟობის დაჭრილი პური. სასურსათო სექტორის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, პურპროდუქტების მწარმოებელმა შპს "იფქლმა", 2024 წლის ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა. კომპანიის აუდიტირებული ანგარიშგების მიხედვით, მისი რეალიზაციის შემოსავალი წინა წელთან შედარებით გაიზარდა 11%-ით, 87.9 მილიონიდან 97.8 მილიონ ლარამდე. მიუხედავად შემოსავლების ზრდისა, კომპანიის წმინდა მოგება შემცირდა, თუკი 2023 წელს კომპანიის მოგება 13.3 მილიონი ლარი იყო, 2024 წელს კომპანიამ 8 მილიონი ლარის მოგება მიიღო, რაც სავარაუდოდ მარჟების შემცირებას უკავშირდებოდა, რაც საწარმოო და ადმინისტრაციული ხარჯების მატებამ განაპირობა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)