18:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-11 16:18:23, 974 ნახვა

სამართალი
ღობის საქმეზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა, ერთს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში 3 პირს - ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძეს და რამაზ მამულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ია დარახველიძეს 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

პროკურატურა თავდაპირველად ია დარახველიძესთვისაც პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მას აქვს ეპილეფსია.

ია დარახველიძეს საპატიმრო გირაოს თანხა, 10 000 ლარი, მოქალაქეებმა უკვე შეუგროვეს.

ავთანდილ სურმანიძეს და ია დარახველიძეს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. 

ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს კი ბრალად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics