2015-02-17 19:26:24, 488 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ვიქტორია ნულანდს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიეთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა ამერიკულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან