04:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 22:10:26, 640 ნახვა

სამართალი
სანიკიძე: თუ დღის წესრიგში დგება რექტორის მუშაობის თუ არმუშაობის საკითხი, ჩვენი პასუხიც შესაბამისია

"თუ დღის წესრიგში დგება რექტორის მუშაობის თუ არმუშაობის საკითხი, ჩვენი პასუხიც შესაბამისია" - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სანიკიძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს, უნივერსიტეტში რექტორის ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტაში ჩართვას. მისი თქმით, საჭიროა შეიქმნას სამუშაო გარემო, რათა ყველა იმ პრობლემაზე წარიმართოს საუბარი, რომელიც უნივერსიტეტის კედლებში ხდება.

"არის რიგი საკითხები, რომლებიც უპრიანია გადაწყდეს იმ ლეგიტიმურ ორგანოებში, რომელიც უნივერსიტეტს წარმოადგენს - ამ შემთხვევაში აკადემიური საბჭო. თუ დღის წესრიგში დგება რექტორის მუშაობის თუ არმუშაობის საკითხი, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენლები აყენებენ, ჩვენი პასუხიც შესაბამისია. ძალიან მნიშვნელოვანია რექტორის თემის განხილვა. აქედან გამომდინარე, კონკრეტული შეთავაზება აქვს აკადემიურ საბჭოს სტუდენტებისთვის, რომლის ფარგლებში ისინი მოითხოვენ გონივრულ ვადას, რათა იმსჯელონ რექტორის საკითხზე, მიიღონ გადაწყვეტილება და აცნობონ სტუდენტებს. გონივრული ვადა შეიძლება იყოს ერთი კვირა, ორი კვირა, ან ერთი თვე. ამაზე დაილაპარაკებენ უშუალოდ სტუდენტებთან ერთად და დარწმუნებული ვარ, შეთანხმდებიან", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics