09:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 13:48:08, 785 ნახვა

სამართალი
გორში მამა-შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გორში მამა-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, სერგო ახალკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა. პროკურორის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მათი არგუმენტაცია აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

"ბრალდების მხარის მიერ, მოთხოვნილი იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდებულის მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მხრიდან სახეზე იყო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების მომატებული საფრთხეები". - თქვა პროკურორმა.

როგორც ბრალდების მხარე განმარტავს, მას შემდეგ რაც ბრალდებულს მჭიდში ტყვიები გამოელია, დაზარალებულს ფიზიკურადაც გაუსწორდა.

"არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ამხელენ ბრალად წარდგენილ ქმედებაში ბრალდებულს, ესაა თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ამოღებულია დანაშაულის იარაღი. გასროლა არის 5-ზე მეტი, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამასთან მიმართებით, გამოელია ვაზნები მჭიდში, ამის შემდეგ, ფიზიკური ზემოქმედებაც მოახდინა მის მიმართ, დაზარალებული დაეცა ძირს და მხოლოდ შემდეგ დატოვა მან შემთხვევის ადგილი". - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, გორში, 28 აპრილს ორ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 25 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა, მამამისი კი დაიჭრა და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics