|
2025-04-16 09:50:25, 997 ნახვა
ომი უკრაინაში
მარკ რუტე - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეუქცევადია
უკრაინის ალიანსში გაწევრიანება შეუქცევადია, თუმცა არ იქნება რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ტელეარხთან „ჩვენ უკრაინა“ ინტერვიუში განაცხადა. ნატო-ს ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინის გზა ალიანსის წევრობისკენ შეუქცევადია, კვლავ ძალაშია. „უკრაინის გზა ნატო-ში შეუქცევადია. ეს იყო ვაშინგტონის სამიტის შედეგი და არაფერი შეცვლილა. როდესაც ვამბობდით, რომ უკრაინა ერთ დღეს გახდება ნატო-ს წევრი, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს იქნება სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი“, – განაცხადა რუტემ. მისი თქმით, დასავლეთის მიზანია უკრაინისთვის „ნამდვილი მშვიდობის“ უზრუნველყოფა და არა კონფლიქტის მორიგი გაყინვა, მინსკის შეთანხმებების მსგავსად. „რა თქმა უნდა, ის, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი მუშაობს, არის უკრაინის მიყვანა მყარ, ხანგრძლივ მშვიდობამდე“, – განაცხადა რუტემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)