22:15 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 14:25:00, 811 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოში საიას იურისტმა, ვერიკო ჯგერენაიამ განუცხადა, რომელიც თემურ ქათამაძის უფლებებს იცავს.

როგორც იურისტმა განმარტა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქათამაძისთვის საემიგრაციო პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო და მისი დაკმაყოფილების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

მისივე თქმით, თემურ ქათამაძესთან მიმართებით სასამართლოს მან ალტერნატიული ზომების გამოყენებას შესთავაზა, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოში კვირაში ორჯერ გამოცხადება ან გარკვეული თანხის გადახდის ვალდებულება, თუმცა სასამართლომ მაინც მიგრაციის დეპარტამენტს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ამით თემურ ქათამაძის დაკავება გაახანგრძლივა. იურისტის განმარტებით, თემურ ქათამაძე მის პატიმრობას აქციებში აქტიურ ჩართულობას უკავშირებს.

ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics