02:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 20:58:35, 809 ნახვა

სამართალი
ინდიგოს ჟურნალისტს პოლიციის მანქანაში კამერის დამტვრევით დაემუქრნენ

დღეს, ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავეს. მისმა ადვოკატმა, მარიამ ყველაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში საბას მონახულების შემდეგ მედიასთან საუბარში თქვა, რომ პოლიციელებმა ჟურნალისტის მიმართ გამოიყენეს ჰომოფობიური ლექსიკა, წაართვეს კამერა და მისი დამტვრევით დაემუქრნენ.

ყველაშვილი ამბობს, რომ მაშინ როდესაც სორდია მარჯანიშვილის მეტროსთან მეგობრებს ელოდებოდა,მასთან პოლიიცს თანამშრომლები მივიდნენ და "გადამოწმების მიზნით" პირადობის მოწმობის წარდეგან სთოხვეს, რაც ჟურნალისტმა დააკმაყოფილა. ასევე, სორდიამ პოლიციის თხოვნით საკუთარი ჩანთაც გახსნა და პოლიციას მისცა საშუალება ის შიგნიდან დაეთვალიერებინათ, თუმცა მან უარი განაცხადა პოლიციის მხრიდან ჩანთის გაჩხრეკვაზე, რის გამოც ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტისთვის პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე არ განუმართავთ, რომ ის დაკავებული იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics