18:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 13:31:47, 665 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში ქართველი სამხედროები პროფესიონალიზმისა და კოორდინირებული მუშაობისთვის დააჯილდოვეს

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტაქტიკური დაჯგუფება „ბუფალოს" შემადგენლობაში შემავალმა ჩეხმა სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს „გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და კოორდინირებული მუშაობისთვის" მესამე ხარისხის მედლები გადასცეს.

დაჯილდოებულთა შორის აღმოჩნდნენ 22-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მანუჩარ ბარბაქაძე და ბატალიონის სერჟანტი გურგენ ნარსია, ასევე ამერიკის არმიისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ოფიცრები და სერჟანტები.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 2015 წლის ოქტომბრიდან მონაწილეობს. ქართული ქვედანაყოფი მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებს - უზრუნველყოფს ბაზის უსაფრთხოებას და საპატრულო ოპერაციებს ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics