11:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 21:26:26, 881 ნახვა

საზოგადოება
ლევან მურუსიძე - სახელფასო ბარათი დამებლოკა, ხელფასი დამებლოკა

სახელფასო ბარათი დამებლოკა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა დიდი ბრიტანეთის მიერ მის დასანქცირებასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში წასვლას არ აპირებს.

„ხომ გითხარით, ეს სახელფასო ბარათი დამებლოკა და ნუ ხელფასს.. ხელფასი დამებლოკა, რა თქმა უნდა. [ როდის დამებლოკა] რა მნიშვნელობა აქვს. სიმართლე გითხრათ, მე დიდ ბრიტანეთში წასვლას არ ვაპირებ.... ვივლი სოფელში ჩემთან, სორში”, - განაცხადა მურუსიძემ „ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბარში.

ამასთან, მურუსიძემ თქვა, რომ „მომაკვდინებელი იქნება“ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც თუ დაუწესებენ სანქციებს.

„მთავარი მომაკვდინებელი რაც იქნება, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც თუ დამიწესებენ ფინანსურ სანქციებს, ალბათ, ეს საერთოდ, ამომაგდებს კალაპოტიდან”, - აღნიშნა მურუსიძემ.

საფრანგეთთან დაკავშირებულ კითხვაზე კი მოსამართლემ აღნიშნა: „საფრანგეთს მე პატივს ვცემ, კულტურას, სხვათა შორის. ძალიან მიყვარს ფრანგი მწერლები“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
3 თვეში საქართველოს 1 მილიონი ტურისტი ეწვია
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics