01:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-23 12:10:17, 991 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი დაბომბა - არიან დაღუპულები

რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით იერიშის შედეგად ნგრევა მოხდა დნეპროვის, პოდოლსკის, გოლოსეევის, დესნიანისა და შევჩენკოს რაიონებში.

დნეპროვის რაიონში 100 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გაუჩნდა 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს. შენობიდან ევაკუირებულია 27 ადამიანი. იგივე რაიონში, 16-სართულიანი სახლის მე-6 სართულზე ერთ-ერთ ბინაში დაზიანდა ფანჯრები, იატაკი და ჭერი.

პოდოლსკის რაიონში ცეცხლი გაჩნდა 25-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-20 სართულზე.

მაშველების მონაცემებით, გოლოსეევის რაიონში 4-სართულიან საოფისე შენობას გაუჩნდა ცეცხლი.

"დესნიანის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა ქარსაფარ ზოლს, ხოლო შევჩენკოს რაიონში დაზიანდა 2 ავტომობილი".

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics