03:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 17:05:20, 946 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია, რუსეთს ომის გაგრძელება სურს

უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო.

„ჩვენმა წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს უკრაინის ფუნდამენტური პოზიციების შესახებ აცნობეს. უკრაინა მზად იყო ცეცხლის შეწყვეტისთვის ჰაერსა და ზღვაზე, მაგრამ აშშ-მა მისი ხმელეთზე გაფართოების შეთავაზება წამოაყენა. უკრაინა ამ წინადადებას მიესალმება. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობა, ასევე ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები განვიხილეთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი გუნდი აშშ-თან, ევროპასთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელებისთვის მზად არის.

„სამწუხაროდ, უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს და იგი მშვიდობის დამყარების რაც შეიძლება დიდხანს გადადებას ცდილობს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის ზეწოლა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics