12:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 14:18:49, 713 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს ლექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ყოფილი ლექტორი, თამარ ტატანაშვილი ამბობს, რომ ის უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ტატანაშვილი ფიქრობს, რომ მისი გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. 

"თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტთან 8-წლიანი უწყვეტი სტაჟი მაკავშირებს. სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, დაახლოებით, 5 საგნის სწავლების პროცესში ვიყავი ჩართული. თუმცა, რატომღაც, გადაწყვიტეს, რომ მიმდინარე სემესტრიდან, იმის საჭიროება აღარ იყო, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე მე ვყოფილიყავი [...] ასეთი დამოკიდებულება ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღების პროცესში დაიწყო, როცა, სავარაუდოდ, გარკვეული მითითებების შესაბამისად, ნელ-ნელა იმ პროცესისთვის შემზადება დაიწყეს, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ლექტორებს სტუდენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ [...]

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი: მათი ასეთი არაღირსეული, ვირეშმაკული და სასაცილო საქციელის გამო ვწუხვარ, როცა ისინი პარტიულ ინტერესებს ემსახურებიან და არა სტუდენტებს". - თქვა ტატანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics