19:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 14:09:54, 679 ნახვა

ეკონომიკა
ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციაში — საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge დაემატა ახალი კურსი — ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციაში.

კურსი ორგანიზაციისა და ლიდერების ტრანსფორმაციის მნიშვნელობას ეხება, ამასთან იგი მიმოიხილავს გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ამ პროცესში შეიძლება წააწყდეთ. კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, როგორ გარდაქმნათ ლიდერობის სტრესი ზრდის წყაროდ და რას ნიშნავს, იყო თანამედროვე ლიდერი. კურსს გაუძღვება თინათინ რუხაძე,  ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.

“ბიზნესკურსში გიამბობთ, თუ რა გვაძლევს და რა გვართმევს ცვლილებების ძალას, რას ნიშნავს ორგანიზაციული ტრავმა, ან როგორ შეუძლია ბიზნეს ლიდერს, საკუთარი სტრესი გარდაქმნას ცვლილებების ენერგიად; როგორ შევცვალოთ მიკრომენეჯმენტი ეფექტური ლიდერობით; როგორ მოვიპოვოთ ტრანსფორმაციის გზები და როგორ განვავითაროთ კომპანია“, — ამბობს თინათინ რუხაძე.

საქართველოს ბანკის პლატფორმა Businesscourse.ge 2018 წლიდან აძლევს ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს განვითარების შესაძლებლობას. უკვე 60-მდე კურსით, პლატფორმა მოიცავს ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. კურსები, რომლებიც ონლაინ ლექციების ფორმატშია განთავსებული, ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია 24/7-ზე.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics