12:58 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 13:46:58, 451 ნახვა

ეკონომიკა
მოემზადე, თიბისის განათლების ყველაზე მოთხოვნად პროგრამებზე რეგისტრაცია მარტიდან განახლდება

ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კამპუსში, ონლაინ კურსებზე მიღება კვლავ განახლდება.

თიბისის ტექსკოლა ეს არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, ცოდნის გაღრმავების საშუალებას აძლევს. აქ სფეროს წამყვანი სპეციალისტები, სკოლის მოსწავლეებს, შეასწავლიან - ვებგვერდების აწყობას (Front End: HTML, CSS) და მათ პროგრამირებას (Back End – Python), მობილური აპლიკაციების შექმნას, UI/UX დიზაინს, გრაფიკულ დიზაინს და ციფრულ მარკეტინგსა.

„თიბისი კამპუსი“ კი 18-24 წლის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, როგორც ტექნოლოგიური, ისე ბიზნეს მიმართულებების შესახებ მიიღონ ან გაიღრმაონ ცოდნა. ამასთან, თიბისის მიზანია შექმნას უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის გავლის შემდეგ შეძლებენ არჩეული მიმართულებით კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას. ეს დისციპლინებია: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება, სარეკლამო კონტენტის შექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO და ციფრული მარკეტინგი.

მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით თიბისის ტექსკოლაში  და კამპუსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი და სწავლის პროცესი სრულიად უფასოა. მთავარია მონაწილეებს ჰქონდეთ ახლის შემეცნების, განვითარების და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალებს მიღწევის სურვილი.

თვალი ადევნეთ პროგრამების რეგისტრაციის თარიღებს და სიახლეებს ვებგვერდზე: tbceducation.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics