14:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 13:12:27, 454 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში - უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება,- ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი ურუშაძემ აღნიშნა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და შემუშავებულია გეგმა, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს გადაადგილება.

„სადაც არის რთული მონაკვეთები, მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით გზის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენი მეხანძრე-მაშველები და ასევე თავდაცვის ძალები აქტიურად არიან ჩართულები და ძალიან დიდ დახმარებას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და ვუთხრა მათ, რომ აუცილებლად ყველა ზომა იქნება მიღებული, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, რომ დაცული იყოს მათი უსაფრთხოება და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შევძლოთ ყველა იმ პრობლემის და გამოწვევის გადაჭრა, რაც მათი და ჩვენი რეგიონის წინაშე დგას“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics