13:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 13:55:03, 776 ნახვა

ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინი - ჩვენ ვაღწევთ ჩვენს მიზნებს, რუსეთი განაგრძობს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე რუს სამხედროებს მიმართა და მადლობა გადაუხადა ომში მონაწილეობისთვის. 

პუტინმა კრემლში გამართა ღონისძიება, სახელწოდებით "სამშობლოს დამცველის დღე", სადაც მან სამხედროებს სიტყვით მიმართა.

პუტინის თქმით, რუსეთის მთავარი პრიორიტეტი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მებრძოლი ჯარისკაცების საბრძოლო მასალებით მომარაგებაა" 

"თქვენი ძალისხმევის დამსახურებით, ჩვენ ვაღწევთ ჩვენს მიზნებს" – თქვა პუტინმა.

ამასთან ერთად, პუტინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ რუსეთი განაგრძობს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას.

"დღეს, როდესაც სამყარო სწრაფად იცვლება, შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განვითარების ჩვენი სტრატეგიული კურსი უცვლელი რჩება. [...] ჩვენ განვაგრძობთ ჯარისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის საბრძოლო პოტენციალის გაზრდას" – ამბობს პუტინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics