13:08 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 11:34:06, 392 ნახვა

საზოგადოება
საქსტატი - უმუშევრობის დონე წლიურად შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2% შეადგინა. თუმცა, უმუშევრობა გაზრდილია წინა კვარტალთან შედარებით, როცა უმუშევრობის დონე 13.8% იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის ბოლოს უმუშევრობა გაზრდილია როგორც პირველ ისე მეორე კვარტალებთან შედარებითაც.

2024 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა
რიცხოვნობა გაიზარდა 20.1 ათასით და 978.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა
რიცხოვნობა 19.7 ათასით გაიზარდა და 433.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა
რაოდენობა შემცირდა 14.7 ათასით და 233.9 ათასი გახდა.

რაც შეეხება სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეს (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 55%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 47.1% შეადგინა.

დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 48.5% და 45.2% შეადგენს.

საქსტატის თანახმად, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის მე-4 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში - 0.1 პროცენტული პუნქტით
და შესაბამისად 11.1% და 16.7%-ს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics