19:37 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 20:42:31, 471 ნახვა

ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი - აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება დიდ ფინანსურ ტვირთად აწევს ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი.

პროექტის მიხედვით, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშებისას აღარ იქნება გათვალისწინებული ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა, სატარიფო რეგულირების შესაბამისი წლისათვის (კვტ.სთ).

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ენგურჰესსა და ვარდნილჰესს ევალება, მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოს ოკუპირებულ აფხაზეთს. მისივე თქმით, აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება დიდ ფინანსურ ტვირთად აწევს ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს. ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ენგურჰესის გამომუშავების თითქმის ნახევარი აფხაზეთზე მოდის და მისი უსასყიდლო მიწოდება კომპანიისთვის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს.

პროექტის ავტორების განმარტებით, აღნიშნული ცვლილების მიღების შედეგად შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისათვის“ შესაძლებელი გახდება სამართლიანი ტარიფის დადგენა, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და ვალდებულებების შეუფერხებლად შესრულებას.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ფინანსური მდგომარეობა სავალალოა. ორივე კომპანია იძულებულია წლიდან წლამდე სესხით იმართოს.

დამატებით, შპს „ენგურჰესს“ აქვს ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროსთან, რომლის შესრულებასაც ვერ ახერხებს. არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული ტარიფი კი არ აკმაყოფილებს ელექტროსადგურების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმალურ სახსრების შემოდინებას. ტარიფის ზრდის შემთხვევაში კი კომპანია შეძლებს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვალდებულებების გასტუმრებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics