|
2016-03-09 10:31:36, 1009 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იკვლევს
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პენტაგონი იკვლევს. როგორც სააგენტო France press-ი იუწყება, სპეც ოპერაცია ბათირაშვილის ლიკვიდაციისთვის 4 მარტს ჩატარდა, რომელსაც ის სავარაუდოდ ემსხვერპლა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს. როგორც პენტაგონის წარმომადგენელი აცხადებს, სპეც-ოპერაციის დროს, რომელიც აშშ-მ განახორციელა, ბათირაშვილი სირიაში, კერძოდ კი ეშ-შადადში იმყოფებოდა და უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, თუკი ალ-შიშანის ლიკვიდაცია დადასტურდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს" უცხოელი მებრძოლების გადაბირება გაუჭირდება. როგორც პენტაგონში აცხადებენ, ბათირაშვილი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერია. ის ISIS-ის სამხედრო მინისტრის პოსტსაც კი იკავებს. ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)