02:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 11:02:23, 1059 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო - აშშ-ს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კიევის რეჟიმის შენარჩუნების ხარჯების შესამცირებლად სჭირდება

ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება კიევზე ხარჯების შემცირებისთვის სჭირდება, ჩვენი ქვეყნისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების საკითხზე აშშ-ში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პოლიშჩუკმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა შეერთებულ შტატებს სჭირდება, რათა შეამციროს კიევის რეჟიმის შენარჩუნების ხარჯები, რომელიც მათთვის წამგებიანი აქტივი გახდა და სურს, მისი გადარჩენის პასუხისმგებლობის ტვირთი ევროპელ პარტნიორებზე გადაიტანოს“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისი თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განზრახვებზე საუბრისას „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაშინგტონი უკრაინის კრიზისის ავტორია და უშუალოდ არის ჩართული კონფლიქტში კიევის მხარეს“.

„ის იყენებს ამ კონფლიქტს, მათ შორის, როგორც ინსტრუმენტს საკუთარი გლობალური ჰეგემონიის უზრუნველსაყოფად. ამერიკული დოქტრინული დოკუმენტები არ შეცვლილა და მათში რუსეთი ერთ-ერთ მთავარ მტრად არის განხილული. ვაშინგტონში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების საკითხზე“, - განაცხადა პოლიშჩუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics