11:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 09:45:17, 593 ნახვა

სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული მამუკა ნ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამტრედიაში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 შეკვრად დაფასოებული 8,29806 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპრტიზის დასკვნით 0,87174 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით მამუკა ნ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics