12:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 13:59:26, 504 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - პუტინი სულ უფრო მეტად არის შეწუხებული ეკონომიკის გაუარესებული მდგომარეობით

გამოცემა Reuters ხუთ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასრულების სურვილის ფონზე, ვლადიმირ პუტინი სულ უფრო მეტად არის შეწუხებული რუსული ეკონომიკის გაუარესებული მდგომარეობით.

Reuters-ის ორი წყაროს ინფორმაციით, არასახარბიელო ეკონომიკური მაჩვენებლები ხელს უწყობს კრემლში იმ აზრის ჩამოყალიბებას, რომ რუსეთი, შესაძლოა, ჩაერთოს ომის დასრულების მოლაპარაკებებში.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც თეთრი სახლი 20 იანვარს დაიკავა, პირობა დადო, რომ უკრაინის კონფლიქტს დაასრულებს. 22 იანვარს ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებზე არ წამოვა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას უნდა მოველოდეთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics