14:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 13:29:55, 695 ნახვა

სამართალი
ნინო გვენეტაძე მოსამართლეებთან მომხდარ ინციდენტს ადასტურებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ადასტურებს, რომ მას მოსამართლეებთან ინციდენტი მართლაც ჰქონდა, თუმცა ნინო გვენეტაძე კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.

როგორც ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინციდენტი ამოწურულია და ახლა ამაზე საუბარი „დაბალზნეობრივ გამოხატულებად“ მიმაჩნია.

„ვადასტურებ, რომ ეს ინციდენტი არსებობდა, მაგრამ ახლა დაბალზნეობრივ გამოხატულებად მიმაჩნია ამ საკითხზე საუბარი. მოსამართლეებთან ეს ურთიერთობა გავარკვიე და ინციდენტი ამოწურულია“, - აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ადასტურებს, რომ ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე ნინო გვენეტაძემ მოსამართლეები არაეთიკურად მოიხსენია და მათ ცუციკები უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics