11:36 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 13:55:01, 1372 ნახვა

სხვადასხვა
ბელა ზაქაიძე - სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!! როგორ შეიძლება მედია ერთიანი არ იყოს ამაში

 "სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!! როგორ შეიძლება მედია ერთიანი არ იყოს ამაში და პარტიის გავლენით მოქმედებდეს" - ამის შესახებ "პირველი არხის" ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძებ საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.

მისი თქმთ, ამ ვითარებაში მედიამ ხმა ვერ ამიღოს წარმოუდგენელია.

წინა ხელისუფლების დროს, როდესაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას დევნიდნენ, როდესაც ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შემოიჭრნენ “პალიტრის” მედიაჰოლდინგში, მაშინდელი სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობა ვერ გამოგვიცხადეს და ჩვენს მხარდამჭერ აქციაზე არ მოვიდნენ, მაშინ როდესაც დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციას საფრთხე ემუქრებოდა.

2014 წელს, როდესაც ავტომატიანმა რუსმა ჯარისკაცებმა ოპერატორთან და ჩართვის თანამშრომელთან ერთად დამაკავეს ოკუპაციის პრობლემების გაშუქებისას და ცხინვალის ციხეში ვყავდით დატყვევებულები, ერგნეთთან ჩვენი გათავისუფლების მოთხოვნით მედიის აქციაზე, კონკრეტული ჟურნალისტები არ დადგნენ, ჩვენი სამსახური აქციაში მონაწილეობას გვიკრძალავსო.

მაშინაც ასე იყო და ახლაც სამწუხაროდ, ასეა. მე მგონია სამსახურის დაკარგვის შიშით, ან სხვა პრივილეგიების დაკარგვის შიშით, ხმა ვერ ამოვიღოთ, როდესაც ჩვენს კოლეგებს სპეცრაზმელები პირდაპირ ეთერებში ძვლებში ამტვრევენ, სისხლის სამართლის მუხლით აკავებენ და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, წარმოუდგენელია.

რა თქმა უნდა, სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!! როგორ შეიძლება მედია ერთიანი არ იყოს ამაში და პარტიის გავლენით მოქმედებდეს!!!“ — წერს პირველი არხის ჟურნალისტი, ბელა ზაქაიძე სოციალურ ქსელში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics